ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს, პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე და ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სამწუხაროა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს, პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე და ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სამწუხაროა.

როგორც დეკანოიძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე დააყენა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის საკითხი და ისაუბრა იმაზე, რომ ფაქტის შემდეგ მხოლოდ 7 ადამიანია დაკავებული.

„რითაც შეხვედრა გაიხსნა, ეს იყო ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტი, მას უწოდა ძალიან სამწუხარო. ის ძალადობრივი მოვლენები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა. საკითხები, რაც მე წამოვწიე, იყო 5 ივლისის ძალადობა, როდესაც 55 ადამიანი დაშავდა, აქედან 53 ადამიანი არის მედიის წარმომადგენელი. მხოლოდ 7 ადამიანია დაკავებული. ძალიან ბევრ ადამიანს შეფარდებული აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული. პრაქტიკულად სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლაში მძიმე სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არცერთ მათგანს არ აქვს შეფარდებული. ეს იყო ორგანიზებული ძალადობა. მოვისმინეთ ამისკენ მოწოდება მათ შორის სასულიერო პირებისგან. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებამ 20 ივნისს საქმე აღძრა ოპოზიციის წინააღმდეგ და არანაირი რეაგირება არ მისცა ამ ორგანიზებული ჯგუფების ძალადობის ფაქტს”,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს სასულიერო პირების ორგანიზებით დაპირისპირებას.

„ყველაზე სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ღირსეული ადგილია ევროპაში, მათ შორის ხელისუფლება ხელს უწყობს დაპირისპირებას და სამწუხაროა, რომ ეს ხდება სასულიერო პირების ორგანიზებით. ამაში არის ჩართული საპატრიარქო. ესაა ის სცენარი, რომელიც მოსწონს პუტინს და არის ჰიბრიდული ომის ნაწილი.

ღარიბაშვილის განცხადება და პოლიციის ინფანტილური დამოკიდებულება ნამდვილად არის ხელისუფლების მხრიდან წახალისება. ხელისუფლების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და აღასრულოს კანონი. ჩვენ ეს არ გვიხილავს. ამიტომ, მოთარეშე, ძალადობრივი ფაშისტური ჯგუფები წახალისებული იქნა ხელისუფლების მხრიდან. საპატრიარქოს პასუხისმგებლობაცაა, რადგან სასულიერო პირების მხრიდან, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანების მხრიდან, ძალადობა არის დაუშვებელი”, - განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ევროკომისართან შეხვედრისას ისაუბრა, უზენაესი მოსამართლეების არჩევის პროცესია.

„მეორე საკითხი, რაც წამოვწიე, იყო მოსამართლეების დანიშვნა. დოკუმენტი, რომელსაც “ქართული ოცნება” შეუერთდა, არ სრულდება და პირველ რიგში ეს ეხება მოსამართლეების დანიშვნის გაგრძელებას”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა