გია ვოლსკი - საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, თუ ამას კონკრეტული პარტიები გადაწყვეტენ

საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, თუ ამას კონკრეტული პარტიები გადაწყვეტენ - ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც თავს იკავებენ ჯერ კონკურსში მონაწილეობისგან,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, არჩევნების პერიოდში ცესკო-მ კანონის შესაბამისად იმოქმედა და მას არ უკავშირდება ოპოზიციის პრეტენზიები, რომ არჩევნები გაყალბდა და ამაში ცესკო მონაწილეობდა.

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი. არ ვფიქრობ, რომ შეიძლება კიდევ ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რომ არჩევნების პერიოდში ცესკო-მ კანონის შესაბამისად იმოქმედა და მას არ უკავშირდება ის, თუ რაიმე თემაზე პრეტენზია ჰქონდა ოპოზიციას, რომ ვითომ, არჩევნების გაყალბება მოხდა და ამაში მონაწილეობას ცესკო იღებდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, თუ კონკრეტული პარტიები გადაწყვეტენ, ასე გააკეთონ და მათ ინტერესებს დაუქვემდებარონ პოლიტიკური საქციელი. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს იყო სრულად მიზეზი, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც თავს იკავებენ ჯერ კონკურსში მონაწილეობისგან.

იმედი მაქვს, რომ იქნებ, გამოჩნდეს საკვანძო საკითხები, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის, მოსამართლეობის კანდიდატებზე, საგარეო თუ საშინაო კურსზე, სადაც ოპოზიციას და უმრავლესობას ექნება ერთიანი პოზიცია. ეს არ არის ემოციით გამოწვეული, ეს არის სურვილი, რომ საქართველომ და მისმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ პოლიტიკური პარტიები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრების ეტაპზე მოხვდნენ ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი, გულნარა გიგიბერია, ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძე და ლიანა გაბისონია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა