ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარე ავიაბაზასა და მის პერიმეტრზე სულ მცირე 14 რაკეტა დაეცა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

აღსანიშნავია, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყის გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე დღის წინ სამაგიეროს გადახდის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ერაყი-სირიის საზღვარზე განხორციელებულ ავია იერიშს მათი ოთხი წევრი ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი