აკაკი ბობოხიძე - ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად, ვინ სიკვდილები არიან, ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ

გუშინ და გუშინწინ „ქართულმა ოცნებამ“ და რუსეთის საპატრიარქოს ქართულმა ფილიალმა, რომელიც არ არის ქართული ეკლესია და არის უწიგნურების თავშეყრის, სიმდიდრის და პოლიტიკურ გავლენაზე დახარბებული ადამიანების ერთობა, მკვლელები გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე 5 და 6 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი LGBT თემის მიმართ და ვერც ხვდებიან, ეს თემი რას ითხოვს.

მისივე თქმით, თუ პრაიდის მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს ძალაუფლება მიეცემათ ეს ნიშნავს, რომ „მკლავების მოშიშვლების, ან საკინძეების არშეკვრის შემთხვევაში ჩვენი და ჩვენი შვილების მტრებად იქცევიან“.

,,მაინტერესებს, ქართველობა უკვე დაკარგეთ ჯინსის შარვლებით რომ დარბიხართ, მკერდი რომ გიჩანთ, ქმრები სად გყავთ? ქართველ „ვაჟკაცებს“ მინდა მივმართო, ნიფხავ - პერანგში და შორტებით რომ ცეკვავდნენ, ჩემს ახალგაზრდობაში შორტით ქუჩაში გავლილი კაცი არ მინახავს თბილისში და გამოდის, რომ ტრადიციების წართმევა მხოლოდ ამ რეგვენების დონეზე ითვლება. რომელი დროის მდგომარეობით უნდა ჩავთვალოთ, რომ ძველ ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ? - იქნებ ჯერ შორტების მაგივრად შარვლებზე გადახვიდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ. ვინ დანიშნა ეს ხალხი შორტების ტოტების სიგრძის მზომავად - მუხლის ქვევით შეიძლება იყოს შორტი, მუხლამდე, თუ მუხლის ზევით, ვინ სიკვდილები არიან ესენი სხვას რომ ცხოვრების წესს უწესებენ? საზოგადოება ვერ ხვდება ადამიანის უფლებები რა არის, გარყვნილების პროპაგანდას ეწევიანო, ეს ადამიანები ითხოვენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ვაღიაროთ, რომ მათაც აქვს არსებობის უფლება და არა იმას, რომ ქუჩაში სექსი ჰქონდეს ვიღაცას. გამკვირვებია იმ მამების, გულზე მჯიღს რო ირტყამენ, შვილებს გვირყვნიანო და თვითონ აღმოჩნდება, ბავშვებს ჰომოსექსუალიზმზე ალაპარაკებენ. ადამიანების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ თემის მიმართ და ვერც ხვდებიან ეს თემი რას ითხოვს. მინდა მათ ვუთხრა - ჩაიხედეთ სარკეში, ამ ორკებს თუ მიეცათ ძალაუფლების ხელში აღების შესაძლებლობა, საკინძეები გახსნილი თუ გაქვთ, ან მკლავები შიშველი გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენი მტრები არიან, თქვენს და თქვენი შვილების წინააღმდეგ გამოდიან. მაინტერესებს, შემთხვევით მათ დიდ ნაწილს იმის გამო, რომ აქ უსაქმურად იყვნენ დედები ხომ არ ჰყავთ უცხოეთში მონებად გაგზავნილი? ამათ ქართველობა სადღეგრძელოების სმა, მიწაში პატარა ორმოს გაკეთება, ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ. არავის არ შეურაცხვყოფ, მითხრას ვინმემ, რატომ არის ეს ვაჟკაცობა და განსაკუთრებულობის ხაზგასმა“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, თუ ეს ძალადობრივი მოქმედებები ხელისუფლებამ არ აღკვეთა საქართველოში 90-იანი წლების ვითარება დაბრუნდება, რადგან „ამ ფერად გოგო-ბიჭებს თავის დაცვა მოუნდებათ და მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით არ დაკმაყოფილდებიან“.

,,გუშინ და გუშინწინ „ქართულმა ოცნებამ“ და რუსეთის საპატრიარქოს ქართულმა ფილიალმა, რომელიც არ არის ქართული ეკლესია და არის უწიგნურების თავშეყრის, სიმდიდრის და პოლიტიკურ გავლენაზე დახარბებული ადამიანების ერთობა, მკვლელები გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში. სახარება წაკითხული არ აქვთ, არ იმრუშოს წინ არა კაცთკლა წერია, თუ მრუშობისთვის ადამიანს კლავ, მთავარ მცნებას არღვევ. ამიტომ, როდესაც მხოლოდ იმ მცნებაზე საუბრობ, რომელიც შენ გაწყობს ეს ქრისტიანობა არ არის. გუშინ და გუშინწინ ძალაუფლებამიცემული, გავეშებული ბრბო დარბოდა ქუჩებში, 90-იანი წლები დაბრუნდება, თუ ეს ხელისუფლებამ არ აღკვეთა, ერთხელაც იქნება ამ ფერად გოგო-ბიჭებს მოუნდებათ თავის დაცვა და მხოლოდ სიტყვიერი პროტესტით არ დაკმაყოფილდებიან. წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა შეიძლება ატყდეს თბილისის ქუჩებში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა