ანონსი 8 ივლისი

8 ივლისს, 08:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ნაძალადევის რაიონის N207 საჯარო სკოლაში ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას დააკვირდებიან.

მის: ჩარგლის ქუჩა N34

8 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

8 ივლისს, 11:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში COVID-19 ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99. 0198

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

8 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი ანდრია გვიდიანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ნამახვანჰესის საკითხი - ISFED-ის კვლევების უზუსტობა. ჰესის წინააღმდეგ პროტესტში ჩართული ჯგუფების, ვარლამ გოლეთიანის და მისი თანამოაზრეების ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან ჰომოფობიის ირგვლივ გაერთიანება“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24; 599 009 036

8 ივლისს, 11:00 საათზე, ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი.

საკონტაქტო: თამარა ჯაფარიძე - 595 88 88 80

8 ივლისს, 11:00 საათზე, საია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: კახიძის #15

საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

8 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ალი ბაბაევი განცხადებას გააკეთებს.

თემა: თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 ივლისს, 11:30 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა 1.

საკონტაქტო: 599726565

8 ივლისს, 12:00 საათზე, ტელეკომპანია „ახალის“ პრესკლუბში, პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.

მის: გურამიშვილის 78

ტელ: 592007375

8 ივლისს, 12:00 საათზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის საკრებულოსა და გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 8 ივლისს, თბილისში, გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია გახსნის.

მის: გლდანის მე-5 მკრ. რ-ნი; ი. ვეკუას ქუჩა N44 (გლდანის პროფესიული კოლეჯი)

საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი 595 055 750

8 ივლისს, 13:00 საათზე, პარლლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

8 ივლისს, 18:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "ქურდული სამყაროს" წევრების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

8 ივლისს, 19:00 საათზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, ნგრევის პირას მისული შენობის მცხოვრები 25 ოჯახი აქციას გამართავს, რომელსაც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შეუერთდება.

მის: ძმები ზუბალაშვილების 16

საკონტაქტო: 599437403

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა