სერგეი ლავროვი - აშშ-მა ფაქტობრივად აღიარა ავღანეთში მისიის მარცხი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, რომელსაც ავღანეთიდან თავის ჯარი გამოჰყავს, ფაქტობრივად აღიარა დამარცხება. ამის შესახებ მან შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტეში საუბრისას განაცხადა.

„აშშ-ს არა უბრალოდ გამოყავს ჯარი ავღანეთიდან, ისინი იქიდან გამოდიან ისე, რომ დე-ფაქტოდ აღიარეს საკუთარი მისიის მარცხი“, - აღნიშნა ლავროვმა. მისივე თქმით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პარალელურად ავღანეთში ტერაქტების საფრთხე იზრდება, მათ შორის ხაზი გაუსვა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებს. ლავროვის პოზიციით, ვაშინგტონი ამ ქვეყანაში ტოვებს სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუკი თავდასხმა მოხდება ტაჯიკეთზე, ეს დაუყოვნებლივ იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის განხილვის საგანი.

შეგახსენებთ, აშშ-მა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი უკვე 90%-ით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვი - აშშ-მა ფაქტობრივად აღიარა ავღანეთში მისიის მარცხი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა