სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პოლიციას ჩაბარდა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, რომელსაც სასამართლომ 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიციას ჩაბარდა.

ზუმას პოლიციაში გამოცხადების ვადა წუხელ, ღამის 12:00 საათზე ეწურებოდა. ყოფილი პრეზიდენტის სახლთან ბოლო დღეების განმავლობაში მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რათა მისი დაპატიმრებისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ექსპრეზიდენტმა ნებაყოფლობით ჩაბარება გადაწყვიტა.

ჯეიკობ ზუმას სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენის გამო, რამდენიმე დღის წინ 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში კორუფციის საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვას, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი არ გამოცხადდა. სამართალდამცავები მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებენ, რომელიც ზუმას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009 წლიდან 2018 წლამდეა ჩადენილი. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა