სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 225 987-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იუწყება.

ამავე პერიოდის განმავლობაში სომხეთში ვირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა და პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 536-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსისგან 217 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი მკურნალობა 2 966 ინფიცირებულს უტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა