ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამცხე-ჯავახეთში გასტრო-ტური გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთის მხარეს გამოცდილი შეფმზარეულები ესტუმრნენ და ადგილობრივ კერძებსა და მომზადების წესებს გაეცნენ, გასტრო-ტურის ფარგლებში შეფმზარეულებმა მასპინძლებთან ერთად კერძები მოამზადეს. ტურის ფარგლებში კულინარიული მასტერკლასები გაიმართა სოფელ ჭობარეთში, ტურის მონაწილეები ესტუმრნენ სოფელ უდეში დედათა მონასტერს, დაათვალიერეს ახალციხეში მდებარე რაბათის ციხე და მუზეუმი. კულინარიული ტურის ფარგლებში ასპინძაში მოეწყო ქვევრის ლუდის დეგუსტაცია.

„გასტრო ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტურისტებში. ჩვენი ამოცანა და პროექტის მიზანია საქართველოს ყველა კუთხის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გასტრონომიული პოტენციალის წარმოჩენა, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ ჩვენი ვიზიტორებისათვის შეთავაზება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა