თალიბების მტკიცებით, ავღანეთის 200-ზე მეტ რაიონს აკონტროლებენ

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ბადღისის პროვინციის დედაქალაქ ქალა-ი-ნაუზე, რომელიც გუშინ თალიბებმა აიღეს, კონტროლი ხელახლა დააწესეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში ასობით დამატებითი ჯარისკაცი განალაგეს.

„ქალაქი სრულად დაბრუნდა ჩვენი კონტროლის ქვეშ და მის შემოგარენში „თალიბანის“ წინააღმდეგ ოპერაციებს ვახორციელებთ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ფავად ამანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ოპერაციების დროს 69 თალიბი მებრძოლი დაიღუპა და ავღანეთის სამთავრობო ძალებმა დაჯგუფების კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალები ჩაიგდეს ხელში.

აღსანიშნავია, რომ ბადღისის პროვინციის დანარჩენი ნაწილი თალიბების ხელშია. დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თალიბებმა ავღანეთში 100-ზე მეტი რაიონი აიღეს, თავად თალიბები კი ამტკიცებენ, რომ 34 პროვინციის 200-ზე მეტ რაიონს აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, თალიბები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯარი ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბრამდე, 9/11 ტერაქტის 20 წლისთავამდე, დატოვებდა. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა ჯარმა ავღანეთში მათი მთავარი სამხედრო ბაზა, ბაგრამის ბაზა დატოვა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ ორი დღის წინ განაცხადა, რო, აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესის 90% დაასრულა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა