ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩიოს და კონსკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩიოს და კონსკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, პირადად ის კანდიდატებთან დაკავშირებული ზოგადი ფონით კმაყოფილი არ არის და მიიჩნევს, რომ კომისია ხმის მიცემის პროცესში სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდება.

„რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საერთო ფონით არ ვარ მე კმაყოფილი კანდიდატების და სერიოზული დილემის წინაშე იქნება, ალბათ, კომისია, ყოველ შემთხვევაში, მე, როგორც ერთი რიგითი წევრი, თუ ვის დავუჭირო მხარი. შესაბამისად, შეიძლება ამ კუთხით გარკვეული პრობლემები იყოს.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია, კონკურსი თავიდან გამოცხადდეს, ვერაფერს გამოვრიცხავთ, რა თქმა უნდა, მე ჯერ არ ვიცი სხვა კომისიის წევრების აზრი ამ საკითხებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა კანდიდატების დონესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო და შესაძლოა, ასეც მოხდეს, რომ ვერ შევარჩიოთ ჩვენ საკმარისი რაოდენობის კანდიდატები. მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით, მინიმუმ 2 კანდიდატი უნდა შევარჩიოთ და მაქსიმუმ - 3 კანდიდატი, რომელიც უნდა წარვადგინოთ ერთ პოზიციაზე და, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ვერ შევარჩიოთ და თავიდან გახდეს მერე კონკურსის გამოცხადება საჭირო, თუმცა ჯერ კიდევ არიან კანდიდატები, სამსჯელო გვაქვს, შესაფასებელი გვაქვს მთელი პროცესი, კანდიდატები და დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებებს და არ გავუსწროთ მოვლენებს, თუმცა ამის ალბათობა არის,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა