ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვთან მიმართებაში ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვს ე.წ. ინდურ შტამზე კვლევა უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.

“სამი პაციენტი ნამდვილად მართვით სუნქვაზეა. მძიმე პაციენტები არიან, არცერთს არ აქვს „ინდური“ შტამი ჯერ დადასტურებული, თუმცა ორზე მიმდინარეობს კვლევა. 2 ბავშვი არის 2 თვემდე ასაკის, ერთი ახალშობილი. ბავშვებიდან ერთი აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, -განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, როდის იქნება კვლევის პასუხი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უპასუხა, რომ ეს დაზუსტებით უცნობია, რადგან „სექვენირებას დრო სჭირდება“.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება