სერგეი ლავროვი - ავღანეთიდან ტაჯიკეთზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი, რა თქმა უნდა, საკუთარ ვალდებულებას შეასრულებს

ავღანეთის საზღვრიდან ტაჯიკეთზე თავდასხმის შემთხვევაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია სასწრაფოდ შეიკრიბება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„თუ ტაჯიკეთს თავს დაესხნენ, ეს, რა თქმა უნდა, სასწრაფო განხილვის საგანი იქნება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში”, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი განმარტებით, რუსეთი და ტაჯიკეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან და რუსეთს ტაჯიკეთში სამხედრო ბაზა აქვს.

„ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს,” - განაცხადა ლავროვმა.

მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თალიბებთან შეტაკების შემდეგ 1 000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა უკან დაიხია და თავი მეზობელ ტაჯიკეთს შეაფარა, რის შემდეგაც, მედიის ინფორმაციით, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა საზღვრის გასამაგრებლად 20 000-მდე სამხედრო რეზერვისტის მობილიზაციის განკარგულება გასცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა