რუსეთი, თურქეთი და ირანი სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ

რუსეთი, ირანი და თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, - ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ასტანას ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა დაადასტურეს მტკიცე ერთგულება სირიის არაბული რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და ხაზი გაუსვეს, რომ ამ პრინციპების საყოველთაო პატივისცემა და დაცვა აუცილებელია”, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთი, ირანი და თურქეთი ასევე მოუწოდებენ ისრაელს, შეაჩეროს სამხედრო თავდასხმები სირიაში.

”ვგმობთ ისრაელის სამხედრო თავდასხმებს სირიაში, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს, სირიისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და მოვითხოვთ ამ თავდასხმების შეწყვეტას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა