“პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.

ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილის განმარტებით, მას ბექა მშვილდაძისთვის არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და საქმეში არსებული ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება.

“მტკიცებულება არ წარუდგენიათ, მე არც ხელი დამირტყია, არც შეურცხყოფა მიმიყენებია და არაფერი მსგავსი. იმ ჩვენებებში რაც წერია, სიმართლეს არ შეესაბამება, მიმალვას არსად ვაპირებ, ხეობას ვიცავ, საქართველოს ვიცავ და ვცდილობ ვაჟკაცობა დავიცვა. ხელი დავარტყი თუ დაზიანება ვის როგორ აქვს, გადაწყვიტოს გამოძიებამ, ყველაფერი დაფიქსირებულია. თუ წარადგენენ ვიდეომასალას, თუ უნდათ 100 წელი მომცენ ციხე”, - აღნიშნა ირაკლი ყავლაშვილმა.

აღნიშნული საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის განმარტებით, ყავლაშვილი ძალადობრივი ქმედებით შუბლის არეში ძლიერად დარტყმით შეეცადა „პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. მისივე თქმით, არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძველი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ირაკლი ყავლაშვილი განაგრძობდა ძალადობრივ საქმიანობას.

შეგახსენებთ, ირაკლი ყავლაშვილს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია