ბორის ჯონსონი - ბრიტანეთმა ავღანეთიდან თითქმის ყველა ჯარისკაცი გაიყვანა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის ჯარის უმეტესი ნაწილი ავღანეთიდან გაყვანილია.

„ყველა ბრიტანელი სამხედრო, რომელიც ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობდა, ახლა სახლში ბრუნდება. გასაგები მიზეზების გამო, მე არ გავასაჯაროებ გასვლის გრაფიკს, თუმცა შემიძლია ვუთხრა პარლამენტს, რომ ჩვენი პირადი შემადგენლობის უმეტესობამ ქვეყანა უკვე დატოვა“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტში საუბრისას.

ბრიტანეთის ძალები ავღანეთში 2001 წელს, 9/11 ტერაქტების შემდეგ განათავსეს. მისიის განმავლობაში ავღანეთში 457 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ