ტოკიოს ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ოლიმპიადა მაყურებლის გარეშე ჩატარდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის ოლიმპიადის მინისტრმა ტამაიო მარუკავამ განაცხადა.

დღესვე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა