ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე - „დიმიტრი გელოვანი“ პურის რიგში მოკვდა და 100 ხმას ვერავინ მოაგროვებს - 6-თვიანი კანდიდატი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომ ღამე, ჩუმად „ქართული ოცნების“ ოფისში არ დადიოდეს

„დიმიტრი გელოვანი“ პურის რიგში მოკვდა და 100 ხმას ვერავინ ვერ მოაგროვებს, ეს 6-თვიანი კანდიდატი მაინც უნდა იყოს შედარებით მიუკერძოებელი, მთლად „ქართული ოცნების“ ოფისში, რომ არ დადიოდეს ღამით ჩუმად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

გოგორიშვილის თქმით, ხელისუფლებაში მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, „რა განკარგულებას იძლევა მამა-მარჩენალი ბიძინა“.

გოგორიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერს ტესტავენ და სატესტო რეჟიმი იყო თბილისში განვითარებული მოვლენებიც, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის.

„ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის გარკვეული „ბენეფიტია“, არავის არ ახსოვს, მოსამართლები და ცესკო. მათთვის ცესკოს წევრები და ცესკო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ამ 11 - წევრიან კომისიაში, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა შეარჩია, არასამთავრობო, სამეცნიერო და აკადემიური წევრების წარმომადგენლები არიან და თანაფარდობა იცით როგორია?! - 6/5-თან. ბალანსი ჩვენი სასიხარულო და აკადემიური წრეების სასარგებლოდაა. იმ სიაში, რომელშიც თავმჯდომარეობის კანდიდატურებია წარმოდგენილი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაუძლებს, ამავდროულად კარგი იურისტია.

დიმიტრი გელოვანი პურის რიგში მოკვდა და ვერავინ ვერ მოაგვარებს 100 ხმას. ახლა ლაპარაკია დროებით, 6 - თვიან თავმჯდომარეზე, რომელმაც მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა ჩაატაროს. ეს 6 - თვიანი კანდიდატი მაინც, რომ იყოს შედარებით, მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელი, მთლად „ქართული ოცნების“ ოფისში მაინც არ დადიოდეს ღამით, ჩუმად“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი გაჩნდეს.

„ყველაფერი, რაც ხდება 5-6 ივლისიდან დაწყებული, მოსამართლეების შერჩევით დამთავრებული, ერთადერთი რამისთვისაა, რომ მეც, თქვენ ყველა გახდეს, პესიმისტი, ნიჰილისტი, თქვას რომ არაფერი გვეშველება, ჩაიქნიოს ხელი და იფიქროს წავიდეს, თუ არ წავიდეს არჩევნებზე. სალომე ზურაბიშვილი რატომ დანიშნეს პრეზიდენტად?! - ასეთი კრიტიკული სიტუაციისთვის. ეს დღეც დადგა, როდესაც სალომემ ვალი უნდა გადაიხადოს. იქ სიაშია ყოფილი მოსამართლე, რომელიც მექრთამეობაზე იყო დაპატიმრებული თამაზ თამაზაძე, ასევე სუს-ზე შეერთებულია მაია ზარიძე “, - განაცხადა გოგორიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა 5 ივლისს განვითარებულ პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსნაირ ჩამონგრეულ ინსტიტუტებშიც კი მსგავსს სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა.

„ის რაც მოხდა თბილისში, ჟურნალისტებზე ასეთი დევნა, ნადირობა ვინმეს, რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, საქართველოშიც კი ამ ჩამონგრეული ინსტიტუტების ქვეყანაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს იყო ჩვენთვის მესიჯი, ძალიან ნუ გააქტიურდით, ძალიან დიდ დემოკრატიის უფლებას ნუ აძლევთ თავს“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია