პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 9 ივლისის სხდომაზე 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.

საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ამჯერად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პარლამენტის 52 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც 31 არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და შესაბამისად, იმ რაოდენობის გაცდენა დაუგროვდათ, რომ პარლამენტმა ახლა მათ უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელოს.

აღსანიშნავია, რომ 52 ოპოზიციონერს შორის არ შედის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რადგან მელიას პარლამენტის გადაწყვეტილებითვე იმუნიტეტი ჰქონდა შეჩერებული და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ოპოზიციონერთა გაცდენები არასაპატიოა, რაზეც კომიტეტი შესაბამის დასკვნას მოამზადებს, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თავად პარლამენტის დისკრეციაა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, მმართველი გუნდი კვლავ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელებს - სესიაზე ჩააგდებენ პარლამენტის იმ ოპოზიციონერი წევრების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ, თუმცა მოსალოდნელია, რომ დეპუტატის მანდატს "ლეიბორისტთა" ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვეტენ.

ამასთან, "ქართული ოცნებისათვის" კითხვის ქვეშ დგას ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის მანდატის შენარჩუნების საკითხი. ჯაფარიძე ფორმალურად პარლამენტს დაუბრუნდა და ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის წევრია, თუმცა იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტთან აქვს დავა, თებერვალში დეპუტატის მანდატის არშეწყვეტის თაობაზე.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში 52 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა