შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, ადგილობრივ არჩევნებსა და 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხდომას ესწრებოდა უმრავლესობის ყოფილი წევრი მარიამ ქვრივიშვილიც.

"დღეს გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა. იცით, რომ მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. ჩვენ უახლოეს მომავალში მოგვიწევს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომების ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვახსენა როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა ვადაში დასრულდება.

ასევე, სტუმრად გვყავდა უმრავლესობის ყოფილი წევრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც ეკონომიკაში მიმდინარე ზრდის ტენდენციებზე გაგვაცნო მოკლე ინფორმაცია, მათ შორის, ტურიზმის მიმართულებით.

ასევე ვისაუბრეთ ადგილობრივ არჩევნებზე, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ჩართულობაზე არჩევნების კუთხით. როგორც მაჟორიტარების, ისე საარჩევნო სიით გასული დეპუტატები აქტიურად რომ ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ის დაიწყება.

გვქონდა საუბარი გასულ დღეებში მიმდინარე ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ჟურნალისტების წინააღმდეგ", - აღნიშნავს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტში შს მინისტრის დაბარების თაობაზე.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს მიეცემა შესაძლებლობა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე განმარტებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა ვრცელი და დეტალური განმარტება, მათ შორის, 5 ივლისზე. ვფიქრობ, ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა, ამის მიუხედავად უმრავლესობა მსჯელობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიოს პარლამენტში, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთოს განმარტებები“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა