„ფაიზერი“ გეგმავს, აშშ-ის მარეგულირებლებს კოვიდ 19-ის ვაქცინის მესამე დოზის ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართოს

კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს კოვიდ 19-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის ავტორიზაციის თხოვნით მიმართოს.

Reuters-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიის გადაწყვეტილება ნაკარნახევია მტკიცებულებით იმის შესახებ, რომ ვაქცინაციიდან 6 თვეში რეინფიცირების რისკი იზრდება, ასევე კორონავირუსის უფრო გადამდები “დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო.

„ფაიზერის“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მიქაელ დოლსტენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვაქცინის ეფექტურობის შემცირების შესახებ ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს იმ ადამიანების ვაქცინაციის შესახებ, რომლებიც იანვარში ან თებერვალში აიცრნენ. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა, როგორც ინფიცირების, ასევე სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით, ივნისში 64%-მდე შემცირდა.

„ფაიზერის“ ვაქცინა ძალიან აქტიურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ, მაგრამ 6 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, არსებობს რეინფიცირების რისკი, ვინაიდან ანტისხეულების რაოდენობა კლებულობს,“- განაცხადა დოლსტენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ანტისხეულების შემცირებული დონის პირობებშიც კი ვაქცინა მძიმე დაავადების განვითარების წინააღმდეგ 95 %-ით ეფექტურია.

დოლსტენის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ მესამე „ბუსტერ“ დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების 5-10-ჯერ უფრო მაღალი დონე წარმოიქმნება, ვიდრე მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ. დოლსტენის თქმით, იგი თვლის, რომ „ბუსტერ“ დოზის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში.

ამასთან, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან, ამ დროისთვის „ბუსტერ“ დოზა არ სჭირდებათ. ”ჩვენ მზად ვართ „ბუსტერ“ დოზისთვის, თუ და როდესაც მეცნიერება აჩვენებს, რომ ის საჭიროა,” - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს