პენტაგონი შეშფოთებულია ერაყსა და სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე განხორციელებული თავდასხმების გამო

პენტაგონი აცხადებს, რომ ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების გამო „ღრმად შეშფოთებულია“.

"ისინი იყენებენ სასიკვდილო იარაღებს. არ ვიცი, როგორ შეიძლება რამე თქვა, გარდა იმისა, რომ ეს სერიოზული საფრთხეა", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ დიპლომატებსა და ჯარისკაცებზე ბოლო დღეების განმავლობაში სარაკეტო და დრონით თავდასხმები განხორციელდა. მათ შორის გუშინ, ერაყში განთავსებულ ამერიკულ ავიაბაზაზე მინიმუმ 14 რაკეტა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მათ უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები დგანან.

იხილეთ ვიდეო:პენტაგონი შეშფოთებულია ერაყსა და სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე განხორციელებული თავდასხმების გამო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი