სამხრეთ კორეის ხელისუფლება კორეასა და მეზობელ რეგიონებში მკაცრ შეზღუდვებს აწესებს

სამხრეთ კორეა სეულსა და მეზობელ რეგიონებში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო, მკაცრ, მე-4 დონის შეზღუდვებს აწესებს. ახალი წესების თანახმად, რომელიც ორშაბათიდან შედის ძალაში და 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შინ დარჩენის, სკოლებს კი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია ეძლევათ.

ამასთან, 18:00 საათიდან 04:00 საათამდე ორზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, სასტუმროებს კი მხოლოდ 2/3-ით დატვირთვით მუშაობის უფლება მიეცემათ. კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები 22:00 საათზე დაიხურება, დაიკეტება ღამის კლუბები და ბარები, რესტორნებსა და კაფეებს კი შეზღუდული დატვირთვით მუშაობის უფლება მიეცემათ, 22:00 საათიდან კი მხოლოდ გატანის სერვისით მომსახურების უფლება ექნებათ.

ამასთან, დამსაქმებლებს თანამშრომლების 30%-ის დისტანციური რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაცია ეძლევათ.

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დელტა“ ვარიანტის შემთხვევები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. სამხრეთ კორეაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ის 165 344 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 2 036 ადამიანი.

ქვეყანაში, სადაც თითქმის 52 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის მხოლოდ 10 % არის აცრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა