მერილინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა

ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ჰოლივუდის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, 52 წლის მუსიკოსი გირაოს გარეშე გაათავისუფლეს.

საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც მუსიკოსს 2019 წლის აგვისტოში ნიუ-ჰემფშირში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს, როდესაც, მუსიკოსმა, სავარაუდოდ, ვიდეოოპერატორს შეაფურთხა.

გილფორდის პოლიციის დეპარტამენტთან დადებული გარიგების თანახმად, მენსონი აგვისტოში ახალი ინგლისის რეგიონში გაემგზავრება, სადაც სასამართლო სხდომები გაიმართება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკოსს ერთ წელზე ნაკლები დროით თავისუფლების აღკვეთა და 2 000 აშშ დოლარამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა