პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს მოქმედი თანამშრომლების - გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შეარჩია

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა განუცხადა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

„კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის ორი კანდიდატი წარედგინა - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი. რაც შეეხება პროფესიულ წევრებს, კომისიის მიერ შერჩეულები არიან: ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ახლა პრეზიდენტმა 3 დღის ვადაში უნდა გადასცეს პარლამენტს 4კანდიდატურა ორ ვაკანტურ თანამდებობაზე. შემდგომ უკვე პარლამენტმა უნდა განიხილოს ერთი კვირის ვადაში და გადაწყვიტოს ეს საკითხი. პრეზიდენტს უფლება აქვს პარლამენტს თითო ვაკანსიაზე 2 პირი მაინც შესთავაზოს.

კომისიის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან პრეზიდენტი ან ორივეს წარუდგენს პარლამენტს, ან უარს იტყვის წარდგენაზე. რაც შეეხება წევრებს, წარდგენილი 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს შეუძლია მაქსიმუმ 4 წარუდგინოს პარლამენტს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს, ხოლო გიორგი სანტურიანი იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

იხილეთ ვიდეო:პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს მოქმედი თანამშრომლების - გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები შეარჩია

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა