მედიასაშუალების თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულების საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება წამახალისებელი იქნება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დაკავებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება წამახალისებელი იქნება. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გირაოს ვერც ერთი სახეობა ვერ უზურნველყოფს დაკავებულების სათანადო ქმედებას.

ვეფხვაძის განმარტებით, ოთხივე ბრალდებულმა ორგანიზებულ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, მათ ძალადობის მუქარა და ფიზიკური ძალადობა განხორციელეს მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ. ვეფხვაძის თქმით, თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს და ოპერატორს, ბრალდებულები მათგან ითხოვდნენ, რომ ინფორმაცია არ გადაეღოთ.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე დავლაშერიძე და აკაკი ნაკაშიძე თავს დაესხნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტს და ოპერატორს, ხელებით და ფეხებით, ასევე საგნებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რათა ჟურნალისტური საქმიანობა არ განეხორციელებინათ. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულება არსებობს მათ წინააღმდეგ. ვეფხვაძის თქმით, დაკავებულების მხრიდან არსებობს როგორც მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მათ მიერ ჟურნალისტების დევნა მიუთითებს, რომ მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება წამახალისებელი იქნება.

საქმის კიდევ ერთი პროკურორის თამარ იაკობიძის განცხადებით, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს დახურულ სივრცეში მიაყენეს დაზიანებები, ისინი ვერც კი გაიქცეოდნენ ვერსად. პროკუროროს თქმით, ოპერატოს ყველაზე მეტად დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული. იაკობიძის განმარტებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტს და ოპერატორს გარდა იმისა, რომ ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, აფურთხებდნენ. მისივე თქმით, ეს არ იქნება საქმე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტების მონაყოლზე იქნება დაფუძნებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა - თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა - თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა