ირაკლი ქადაგიშვილი - მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა

მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა,- ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტთან ჯვარი, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა აღმართეს.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნა თავიდან უნდა ავიცილოთ.

"ჩვენი ქვეყნის ისტორია ზოგადად, ეს არის ჯვართან დაკავშირებული ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ჯვართან დაკავშირებული და ამავე დროს ევროკავშირთან დაკავშირებული. ჩვენ როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ, ცოტა ადრე თუ გვიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ, ეს ერთობა უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. დანარჩენი, რომ ჩვენ დავიწყოთ ვნებათაღელვა, მოვიდეს ვიღაც და ამ ჯვრის აღება მაინცდამაინც ახლა მოინდომოს და ამას მოჰყვეს მეორე მხრის მოსვლა და კიდევ დაპირისპირების კერის შექმნა არ არის სწორი, დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი. ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სხვა მიზნები და მოთხოვნები აქვს. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იწვევს მხარდაჭერას მოსახლეობაში, აღიზიანებს ჩვენს მოსახლეობას. დავანებოთ თავი ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანას , რომელსაც შემოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იმიჯი, მოსახლეობაში დაპირისპირების გაღრმავება.“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა