არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - იძაბებით ჯვრის დანახვაზე? მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა პარლამენტის წინ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა

იძაბებით ჯვრის დანახვაზე?- მაშინ არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკანონმდებლო ორგანოს წინ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.

თალაკვაძე აცხადებს, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია მალე დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც პარლამენტი იმსახურებს.

"იძაბებით ჯვრის დანახვაზე? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ იმით, რომ პარლამენტის წინ ვინმემ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში აქ ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ, თქვენი პრეტენზიები არ მინახავს და ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, დღესაც გიპასუხებდით ამაზე და მაშინაც, არაფერი გაბედე-არგაბედეს თამაში ეს არ არის, ძალიან მალე ნახავთ, რომ სრულიად ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში იქნება ყველა საკითხი გადაწყვეტილი და ნახავთ, რომ პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, როგორსაც ჩვენი ქვეყანა და კონსტიტუციური ინსტიტუტი - საქართველოს პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციას ნუ ქმნით, როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით იმით, როცა ცარიელი კარვები იდგა თვეობით და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში, კარავში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტის თემა იქ არ არსებობდა,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა