განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის სერვისების მიწოდების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, არსებული სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის დადასტურების მხარდაჭერა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის გაზრდა.

„მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვაო სფეროში პროფესიული და უმაღლესი კვალიფიკაციების განახლების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, საზღვაო სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით.

ასევე, საზღვაო სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციასთან, აკრედიტაციასთან, ასევე პროფესიული მომზადების და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მოპოვებასთან ან უფლების დადასტურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხებზე.

მემორანდუმს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა მოაწერეს ხელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა