ODIHR - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა

ODIHR-ის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით.

როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პროცესში.

„სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა, ყველა ქვეყანაში“, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

მისივე თქმით, „მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად.“

„დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ახდენს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას, და წარმოაჩენს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.

მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეულ ამ წლის დასაწყისში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პრეცედურის ეფექტურობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა ნომინირების პროცესის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა.

ODIHR-ი ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის მონიტორინგს 2019 წლიდან, რათა ხელი შეუწყოს ხელისუფლების მცდელობას გააძლიეროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოში. ODIHR-ის მონიტორინგი აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან.

ეს უკანასკნელი მონიტორინგი განხორციელებულ იქნა ODIHR-ის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. მოსამართლეთა ნომინირების უკანასკნელი პროცესის მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში, და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესსა და მასთან დაკავშირებული საბჭოს სესიების მონიტორინგს.

ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს“, - ნათქვამია „ოდირის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა