დავით ჭიჭინაძე - კახა კუჭავამ 5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღეს ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც წინააღმდეგობაშია პრემიერის განცხადებებთან - „გაჩალიჩება“  სახეზეა

„ოცნების“ ახალმა „ნათელმა“ სახემ, კახა კუჭავამ, 5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან - „გაჩალიჩება“ სახეზეა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, 5-6 ივლისის მოვლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაგეგმილია.

„ან უწყებრივი შეუთანხმებლობაა და გომელაურს „გაუჩალიჩეს“ ღარიბაშვილთან ერთად, ან გომელაური იტყუება. „გაჩალიჩება“ სახეზეა, რადგან „ოცნების“ ახალმა „ნათელმა“ სახემ, კუჭავამ 5-6 ივლისის მოვლენების მეორე დღესვე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის პრემიერის განცხადებებთან. ვინც კუჭავას იცნობს, ყველამ გადასარევად იცის, რომ მისი პირით კობახიძე საუბრობს. ტყუილიც სახეზეა!

არ იცოდნენ კი არა, 5-6 ივლისის მოვლენები "ოცნების", უფრო კონკრეტულად სუს-ის დაგეგმილია. მოძალადე, აგრესიულ ჯგუფებს კი ადგილზე სუს-ის თანამშრომლები პირადად უწევდნენ კოორდინაციას. ანუ, ეს იყო სერიოზულად ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტებთან ანგარიშის გასასწორებლად. ხოლო თუ შს მინისტრი არ იტყუება, მაშინ საერთოდ უარესი! რადგან ასე აღიარებს, რომ თუ ქვეყანაში კიდევ იქნება მრავალლოკაციანი პროტესტი, სახელმწიფო აღარ იარსებებს, უბრალოდ ჩამოიშლება. მოკლედ, ფინალში გამოდის, რომ იტყუება „ოცნების“ ყველა პირველი პირი! სია იწერება და იმიტომ. თანამდებობები და კვოტები პარტიაში კი ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თორემ ქვეყანა, ხალხი, საერთოდ ვის აინტერესებს. და რას აკეთებს ამ დროს ოპოზიციის დიდი ნაწილი? ტბილად, კომფორტულად ჩახუტებულები „აპრავებენ“ ყველა იმ უკანონობას, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად სჩადის“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა