ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულდა ლაზარეთი, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, ასევე დასრულდა ერთი ყაზარმის რემონტი, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და აღიჭურვა ახალი ინვენტარით.

„ამჟამად ბაზაზე მიმდინარეობს მეორე ყაზარმის სველი წერტილების კაპიტალური რემონტი და შენდება ახალი სასწავლო შენობა-ნაგებობა. მიმდინარე წელს ბაზაზე მოეწყობა შიდა გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. ამისთვის 2020 წელს გამოიყო 100 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი მოცულობის თანხა იყო და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა. წელს ეს პოლიტიკა გრძელდება და ინფრასტრუქტურის გამართვასა და მშენებლობაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ თანხებით 100-მდე ობიექტის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება“, - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა