საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი დასრულდა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კურსის დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა და მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ.

ირაკლი ჭიჭინაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიება კურსდამთავრებულების დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის ხელმძღვანელმა გიორგი გაგნიძემ მონაწილეებს სიგელები გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად, სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო