პარტია „საქართველოსთვის“ უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლები ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ ექსპერტებს უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით პარტიის პროგრამული ხედვა გააცნო. მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც პარტიას განსაზღვრული აქვს პარტიულ ხედვებში.

„განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა თუ გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას და რომელთან დაკავშირებითაც პარტიას აქვს საკუთარი ხედვები, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე თავდაცვის მიმართულებით. ექსპერტებმა შეხვედრაზე თავიანთი რეკომენდაციები და მოსაზრებები გამოთქვეს. პარტია „საქართველოსთვის" წევრები სისტემატურად მართავს შეხვედრებს მიზნობრივ ჯგუფებთან, სადაც განიხილება პარტიის პროგრამული ხედვა, ექსპერტების მოსაზრებები, რომელიც საბოლოოდ დოკუმენტში აისახება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა