ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს მოსახლეობის 70%-ის ასაცრელად საკმარისი ვაქცინების დოზა მიაწოდა

ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი დოზა მიაწოდა იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, ანუ ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% სრულად ვაქცინირებული იყოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

„ევროკავშირმა სიტყვა შეასრულა. წევრ ქვეყნებს საკმარისი რაოდენობის დოზები მივაწოდეთ იმისთვის, რომ მიმდინარე თვეში ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% სრულად იყოს ვაქცინირებული,“- განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პანდემია ჯერ დამარცხებული არ არის და ევროკავშირი მზადაა, კიდევ მეტი ვაქცინების მისაწოდებლად.

„კოვიდ 19 ჯერ არ დამარცხებულა. მზად ვართ, მეტი ვაქცინის მისაწოდებლად, მათ შორის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ევროკავშირს ვაქცინაციასთან დაკავშირებით გრძელვადიანი მიზანი აქვს და სექტემბრის ბოლომდე მთელი მოსახლეობის იმუნიზაციას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო