სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 9 ივლისის საღამოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანული პოზიციის მისამართით გეღარქუნიქის მხარის სასაზღვრო ზონაში ცეცხლი გახსნა.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სომხურმა მხარემ ცეცხლი არ გახსნა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებლობის შემთხვევაში, ეს მოხდება მხოლოდ მოწინააღმდეგის საპასუხოდ“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაში.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხური მხარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა