ანა დოლიძე - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხის გამოძიება, "ზონდერ პრემიერის” გადადგომა და ყველა შემსრულებლის, ორგანიზატორის პასუხისგებაში მიცემა არის ღირსების საქმე

ლექსოს გარდაცვალების საკითხის გამოძიება, "ზონდერ პრემიერი" ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა შემსრულებლის, ორგანიზატორის პასუხისგებაში მიცემა არის სწორედ ღირსების საქმე, - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა.

"ღირსების საქმეა, რომ ამ კაცმა, რომელიც არის ბოროტების სათავე, ვგულისხმობ, ირაკლი ღარიბაშვილს ამ შემთხვევაში, ყველა ორგანიზატორმა, ვინც „სმს“- ებით და ტელეფონით აორგანიზებდა ამ ბართლომეს დღეს და ის ადამიანი, ვისი ქმედების შედეგად გარდაიცვალა ლექსო, ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული, დადგენილი და ყველა პირი პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მის მიერ ჩატარებული "სისხლიანი ოპერაციის გადაფარვას ცდილობს".

"როგორ მოვარდნენ აქ და გაიტაცეს ცხედარი, ეს არის ხელწერა იმ რეჟიმის, რომელიც ცდილობს, გადაფაროს რა სისხლიანი ოპერაციაც ჩაატარა 5-6 ივლისს", - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა