მამუკა ჭელიძე ოპერატორის გარდაცვალებაზე - კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ

ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ამ პიროვნების გარდაცვალება გამოიწვია, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იგულისხმებოდა, როდესაც საუბრობენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა, ჭელიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს იკავებენ და ყველა ვერსიაზე მუშაობენ.

„სჯობს შევაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები. ჩვენ ამით კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისგან თავს ვიკავებთ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, გამოძიება არ არის ის ნაადრევი შედეგი, როდესაც წინასწარ შეიძლება რამე ითქვას, ჩვენ ამიტომ ვატარებთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, სადაც როგორც აღვნიშნე, ოჯახის მოწვეული ექსპერტიც ესწრება, მეცნიერები სიზუსტით შეისწავლიან გარდაცვალების უშუალო მიზეზს, მხოლოდ მაშინ შეიძლება დეტალურად ითქვას, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება“, - აღნიშნავს ჭელიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, რატომ გადაასვენეს ალექსანდრე ლაშქარავა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ჭელიძე აღნიშნავს, რომ „მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი, კითხვებზე პახუხი გასცეს.

„ეს საპროცესო, ტექნიკური ნაწილია. როდესაც გარკვეული ექსპერტიზის დადგენილება ინიშნება, მიმართვა ხდება. ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს არ არის განსაკუთრებულად დიდი დრო. ეს არის სტანდარტული პროცედურა. რაც შეეხება ოჯახიდან გადმოსვენებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, როდესაც გამოძიებას აქვს ინტერესი, კითხვებზე პახუხი გასცეს. შესაბამისიდ, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, შეუძლებელია რაიმეზე გადაჭრით თქვას გამოძიებამ დასტური. ექსპერტიზა არის მთავარი დასკვნის მაჩვენებელი, თუ რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ამ პიროვნების გარდაცვალება გამოიწვია. ეს არის მიზეზი, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა“, – განაცხადა ჭელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით ახალ ვიდეომასალებს ავრცელებს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ მორიგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოკადრების მიხედვით, გუშინ ლექსო ლაშქარავა სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა. მისივე თქმით, მანამდე ლაშქარავა ერთ-ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ორთაჭალის მიმართულებით გადაადგილდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა