თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მინიმუმ 12 მიგრანტი დაიღუპა, 26 კი - დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსს ავღანელი, პაკისტანელი და ბანგლადეშელი მიგრანტები გადაჰყავდა.

შემთხვევა ვანის პროვინციაში, მურადიეს რაიონში, თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი თხრილში ჩავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

მიგრანტები, ძირითადად ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან, რეგულარულად კვეთენ თურქეთ-ირანის საზღვარს და თურქეთში გადადიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო