ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზების მთავარი ეჭვმიტანილი დააკავა

ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს ექიმი, რომელიც პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილია.

მათი განმარტებით, 63 წლის ემანუელ სენონი ჰაიტიში ივნისში, კერძო თვითმფრინავით „პოლიტიკური მოტივების“ გამო ჩაფრინდა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მიზნებით ჰაიტიში კერძო თვითმფრინავით ჩამოვიდა“, - განაცხადა ჰაიტის პოლიციის უფროსმა ლეონ ჩარლზმა.

მისი თქმით, თავდაპირველი გეგმა იყო პრეზიდენტ მოზის დაპატიმრება, მაგრამ „შემდეგ მისია შეიცვალა“.

სამართალდამცავებს ჯერჯერობით უფრო დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებიათ.

შეგახსენებთ, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში სამი დღის წინ მოკლეს. ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მკვლელობა განახორციელა შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელიც 26 კოლუმბიელისა და ორი ჰაიტელი ამერიკელისგან შედგებოდა.

ჰაიტის მთავრობამ შეერთებულ შტატებსა და გაეროს თხოვნით მიმართა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით ჯარები გაეგზავნათ.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გუშინ ჰაიტიში აშშ-ის უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამსახურების წარმომადგენლების დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის წევრები ჰაიტის სამ პოლიტიკოსს შეხვდებიან, რომლებიც ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა