ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას არა სრულიად საზოგადოება, არამედ მხოლოდ ოპოზიცია აყენებს

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, თუმცა „შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაბარებული იქნება“.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს 5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას განუცხადა, ოპოზიცია აღნიშნულ მოვლენებს და ადამიანის გარდაცვალებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ამ საკითხს სვამს მხოლოდ ოპოზიცია. ოპოზიცია ტრაგედიას, ადამიანის სიკვდილს, რომელიც იმ მოვლენებთან პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული, იყენებს მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ძალიან ცუდია, როდესაც მედია იცავს არა მედიაინტერესს, არამედ პოლიტიკოსის ინტერესს, რომელსაც უნდა, აქცია გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსასვლელად. მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. შინაგან საქმეთა მინისტრი რომ პარლამენტში უნდა მოვიდეს, ამაზე ჩვენც გვქონდა განცხადება, ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოსმენაზე იქნება დაბარებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იყო 5 ივლისს საკმარისი რაოდენობის პოლიცია მობილიზებული. მისი თქმით, 5 ივლისის აქცია ძალადობას არ მოასწავებდა და ეს „აბსოლუტურად გაუთვლელი რისკი იყო“.

„იყო აქცია, რომელიც არანაირად არ მოასწავებდა, რომ ძალადობა უნდა ყოფილიყო. აქციის მიზანი, რაც გამოცხადდა, ის იყო, რომ პარაკლისი გადაეხადათ. პრაიდის მონაწილეები ახლო-მახლოშიც არ უნდა ყოფილიყვნენ. მათი აქცია დაგეგმილი იყო 6 საათის შემდეგ. ამიტომ არ იყო პოლიციის იმ რაოდენობით მობილიზება, რაც მეორე დღეს იყო. ამიტომ ეს აბსოლუტურად გაუთვლელი რისკი იყო. როდესაც ეს ძალადობა დაიწყო, რომელიც ჟურნალისტებზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიწყო რეაგირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ ყველაფერი ამაზე ავაგოთ, რომ რატომ ჰიპოთეტურადაც ვერ წარმოიდგინე ის, რაც არასდროს მომხდარა და ამის გამო ქვეყანაში ხელისუფლება უნდა გადადგეს, არასწორი იქნება. ეს არის მცდელობა, რომ სიტუაცია ხელოვნურად მიიყვანონ კრიზისამდე. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი.

ადამიანი გარდაიცვალა და არ ელდოებიან დასკვნას, რა გახდა ამის მიზეზი. პირდაპირ ხდება უხეში მანიპულირება და დაკავშირება ამ საკითხისა ძალადობასთან, რაც 5 დღის წინ მოხდა. ასეთი საკითხების პოლიტიკურ ინტერესებთან მიბმა ხდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა