მამუკა მდინარაძე და ანა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და „ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მდინარაძემ ნაცვლიშვილს ტრაგედიით მოვაჭრე და ცუდი მსახიობი მას შემდეგ უწოდა, რა დროსაც ანა ნაცვლიშვილი მასთან იმ დროს მივიდა, როცა მდინარაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ანა ნაცვლიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს, იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც საშვი აქვთ, საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ. ნაცვლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დეპუტატებსაც შეექმნათ შენობაში შესვლის პრობლემა.

ანა ნაცვლიშვილმა მდინარაძეს მოსთხოვა დაერეკა და გაერკვია, რატომ შეეზღუდათ მათ შენობაში შესვლა. მდინარაძემ თავდაპირველად ნაცვლიშვილს უპასუხა, რომ დარეკავდა, თუმცა, არა მედიის თანდასწრებით, მოგვიანებით კი უთხრა, რომ რეგლამენტზე ნაცვლიშვილს წარმოდგენა არ აქვს.

„წარმოდგენა ხომ უნდა გქონდეთ რეგლამენტზე, ფრაქციის თავმჯდომარეს ვინ ეკითხება აპარატის კონტროლს“, - განაცხადა მდინარაძემ და ნაცვლიშვილს „ცუდი მსახიობი" უწოდა. მდინარაძის განაცხადებით, ტრიბუნასთან მივარდნა არის სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებს. მდინარაძემ ნაცვლიშვილს უთხრა, რომ ტრაგედიით ვაჭრობს.

„სპექტაკლებს ნუ აწყობ, ანა. ფრაქციის თავმჯდომარის საქმე არ არის ეს, ნუ სპეკულირებთ, ადამიანის ტრაგედიით მოვაჭრეები ხართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა