სალომე სამადაშვილი - მივმართავ ოპოზიციას, უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი ოპოზიციას მიმართავს, გააგრძელონ პარლამენტის სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილის პიკეტირება მანამ, სანამ მმართველი გუნდი თანახმა არ იქნება, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყონ. გადა ამისა, სამადაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბონ.

„მოვუწოდო თანამოქალაქეებს საღამოს 6 საათზე შეიკრიბონ პარლამენტთან. ასევე მივმართავ ოპოზიციას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, სანამ არ მივაღწევთ შეთანხმებას იმაზე, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ.

პირველი ეტაპი არის დებატები, შემდეგ დავიწყებთ პროცესს ხელისუფლების გადაყენების.

მივმართავ ასევე საერთაშორისო საზოგადოებას - ქვეყანა შევიდა უმძიმეს კრიზისში და მათი სერიოზული გზავნილების გარეშე ეჭვი მეპარება, შევძლოთ კრიზისიდან გამოსვლა. პრემიერის გადადგომის გარდა ამ პრობლების გადაჭრის გზა არ არსებობს”,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მათ თავმჯდომარის ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა