გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბელარუსი მიგრანტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს

ევროკავშირმა ბელარუსის მიმართ მეტი სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს, რადგან მინსკს საზღვარგარეთიდან მიგრანტები ჩაჰყავს იმისთვის, რომ ბლოკის ქვეყნებში არალეგალურად გამოაგზავნოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„როდესაც ლტოლვილებს პოლიტიკურ იარაღად იყენებენ...მე ვისაუბრებ ჩემს კოლეგებთან, რათა ევროკავშირს ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია”, - აღნიშნა ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მისი თქმით, ბელარუსი, მიგრანტებს ევროკავშირზე ზეწოლის განხორციელების საშუალებად იყენებს.

„ჩვენ ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ იმ რეჟიმების მიმართ, რომლებიც იყენებენ ამ სახის იარაღს, პირველ რიგში სანქციებით, როდესაც ამ ტიპის ჰიბრიდული შეტევები გამოიყენება ევროკავშირის წინააღმდეგ”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

მისი აზრით, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი უნდა მოამზადოს.

შეახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვამ, უკანონო მიგრანტების ქვეყანაში შესვლის აღსაკვეთად, ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ 550-კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობა დაიწყო. ბელარუსი აცხადებს, რომ არ ეწინააღმდეგება ლიეტუვას გადაწყვეტილებას. „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ ბელარუსის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებს ამ ვითარებაში არ უნდა ეწყინოთ, რომ მათთან „მიგრანტები გარბიან“, რადგან ფინანსური სახსრები, რომლებსაც მანამდე მინსკი საზღვრის დაცვის ძალისხმევისთვის იხდიდა, ახლა მიემართება ბელარუსების საჭიროებებისკენ.

იხილეთ ვიდეო: გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბელარუსი მიგრანტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა