მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე “ქართული ოცნება” იქნება მარტო

ჩვენ “ქართული ოცნება” დავტოვეთ მარტო, არ აქვს მნიშვნელობა ამას საპარლამენტო ბოიკოტს დაუძახებთ თუ რას, - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი ხმაურის ფონზე ფრაქციის “ლელო პარტნიორობა - საქართველოს” წევრებთან ერთად დატოვა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “ქართულ ოცნებას” მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

“გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს ამ ქვეყააში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და დაპირისპირებას. მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა.

“ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ პროცესსზე პასუხისმგებლობის აღება. იქნებიან მარტო ამ პარლამენტში. ღარიბაშვილი და მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. მათი მესიჯბოქსი არის ფუჭი. ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადმოიბარეს და ჩააცემენტეს.

გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარებაზე, მანამდე “ქართული ოცნება” იქნება მარტო”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მანდატურის სამსახურმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამის შემდეგ კი პარლამენგის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა