Bloomberg - აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48%-მა მიიღო, ევროკავშირში კი - 39.5%-მა

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 32 მილიონზე მეტი ადამიანი იცრება - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.41 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 22.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.37 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 404 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 379 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 334 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზე, მალტაში, ბაჰრეინსა და ისლანდიაშია. ამ დროისათვის აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48%-მა მიიღო, ევროკავშირში 39.5%-მა, გაერთიანებულ სამეფოში 52%-მა, ისრაელში კი- 57.3%-მა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა