ლევან დავითაშვილი - განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარი პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენები განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული. მე ვესწრებოდი მთავრობის სხდომას და უშუალოდ ვარ მონაწილე ამ ფაქტების, თუმცა სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პარალელურად მოხდა ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ და ამის ბევრი ფაქტი არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს