დავით ჭიჭინაძე - მხოლოდ რადიკალური პროტესტი დაიცავს ადამიანის უფლებებს

მხოლოდ რადიკალური პროტესტი დაიცავს ადამიანის უფლებებს!-ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციას მოუწოდა, ახლა მაინც ახსნან, რა მიზნით შევიდნენ პარლამენტში.

„აი, ეს მოიტანა მიშელის ვახშამზე გაყიდულმა ხალხის ინტერესებმა!

ვის უნდა დაუინიციროთ უნდობლობა?! რატომ ატყუებთ ხალხს?! სად გაქვთ 76 ხმა?! როდემდე უნდა ამასხარავოთ ხალხი და შეაყაროთ თვალში ნაცარი?! ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცი და თქვენ კიდევ ისევ შიგნით ეტენებით!

მხოლოდ რადიკალური პროტესტი დაიცავს ადამიანის უფლებებს! როგორც გექცევიან ზუსტად ისე უნდა მოექცე!

შეეშვით დემაგოგიას და აი, ახლა მაინც აგვიხსენით, რატომ შეხვედით პარლამენტში?! რატომ გაყიდეთ ერთობა?!“- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა