ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2022 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოჰყვა მინსკის შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შეფასებას ევროპული საბჭოს 2021 წლის 24-25 ივნისის სხდომაზე. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველყოფაში, რაც ევროკავშირის პოზიციის შეცვლის მთავარი პირობაა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეთანხმებებს რუსეთი სრულად არ ასრულებს, ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს, გაახანგრძლივონ ეკონომიკური სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დააწესეს, უკრაინაში სიტუაციის მადესტაბილიზებელი ქმედებების საპასუხოდ.

სანქციები ზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე შესვლას გარკვეული რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის და კრძალავს ფინანსური დახმარების ფორმებსა და შუამავლობას რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, ასევე კრძალავს თავდაცვასთან დაკავშირებული მასალების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს, ექსპორტს ან გადაცემას. სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ სენსიტიურ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა რუსეთის მიერ ყირიმის და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიისა და უკრაინაში დესტაბილიზაციის განზრახ გამოწვევის საპასუხოდ სხვა სახის ზომებიც მიიღო. ეს მოიცავს: დიპლომატიურ ზომებს, ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებს (აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები) და ყირიმთან და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების სპეციფიკურ შეზღუდვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო