ანრი ოხანაშვილი - არ მგონია, ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ველურად, ყოველგვარი წესების გარეშე შემოიჭრნენ

არ მგონია, ვინმე იყოთ კმაყოფილი იმით, რაც დღეს პლენარულ სხდომათა ხდებოდა, ველურად, ყოველგვარი წესების გარეშე შემოიჭრნენ - ეს წარმოუდგენელი იყო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს პოლიტიკური ბოიკოტი სურს, ეს მათი უფლებაა.

„საპარლამენტო ბოიკოტის უფლება, ეს არის უფლება, რომელსაც ვერავინ ვერავის წაართმევს. ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად განპირობებული უფლება, რაც შეეხება, იმ საქციელს, არ მგონია, ვინმე იყოთ კმაყოფილი იმით, რაც დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხდებოდა, სადაც ველურად, ყოველგვარი წესების გარეშე მოხდა შემოჭრა, მათ შორის, ისეთი პირების, ვისი შემოსვლის უფლებასაც სჭირდება შესაბამისი ნებართვა. ეს წარმოუდგენელი იყო. არ მგონია, ჟურნალისტებს ან სხვა პროფესიის ადამიანებს, ეს მოეწონოთ, ეს არის მიუღებელი, არ არის ცივილური ფორმა. თუ ვინმეს პოლიტიკური ბოიკოტი სურს, ეს მათი უფლებაა“,- აღნიშნავს ოხანაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ მისცეს მედია მენეჯერებს პარლამენტში მათთან შესვლის და გასაუბრების უფლება, ოხანაშვილი დასძენს, რომ ისინი „არ არიან მედიის წარმომადგენლები, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფების ე.წ. მენეჯერები“.

„ჯერ ერთი, ისინი არ არიან რასაც თქვენ ეძახით მედიის წარმომადგენლები, ისინი არიან კონკრეტული დაჯგუფებების, „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფების ე.წ. მენეჯერები. თუ ვინმეს შემოსვლა უნდა, რას იპარებიან?! ვინ არ დაუშვა?! აქ იყავით ჟურნალისტები, ჩაგეწერეთ და არ მგონია, რომელიმე ჟურნალისტს, რომელიც პროფესიულად აშუქებთ საქმიანობას, როდესმე შეფერხებულიყავით“, - აცხადებს ოხანაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ქაოსის უფლებას პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

„პლენარულ სხდომათა დარბაზს თავისი წესი აქვს, ვინ შეიძლება შევიდეს, როგორ უნდა მოიქცე. თუ არ იქცევი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ქაოსის უფლებას პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ძალადობრივად მიიჭრები და ჩაჯდები, ამაზე მოგიწოდებენ. ჩვენ არავისზე გვიძალადია, არაერთხელ მოვუწოდეთ და ვთხოვეთ ადამიანურად, რომ არ გაეგრძელებინათ ამ ფორმით ეს ქმედებები, სამწუხარო, იყო რომ არ გაითვალისწინეს“,- აღნიშნავს ოხანაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. მანამდე სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა